ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს მე-3 მარცხი იწვნია ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. მისი დამარცხება მე-7 მაეგაშირა მაისეიმ მოახერხა.
დღეს მე-8 მაეგაშირა ასანოიამამ თავისი ბრძოლა ტამავაშისთან ასევე წააგო და ახლა ლევანი ასანოიამას ისევ 1 მოგებით ჩამორჩება. ასანოიამას მსგავსად 10 მოგება აქვს იოკოძუნა კაკურიუს.
აღსანიშნავია ის, რომ დაკარგული ბაშოზე არაფერია. ლევანს კვლავ შეუძლია როგორც ოძეკის ტიტულის დაბრუნება, ასევე ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ხვალ ტოჩინოშინი სწორედ ასანოიამას შეერკინება და გამარჯვების შემთხვევაში მას გაუთანაბრდება და შანსი არის, რომ მე-14 დღეს კაკურიუს შეახვედრონ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მის ხელთ იქნება. რადგან თუ ლევანი დარჩენილ სამ ბრძოლას მოიგებს, იმდენივე მოგება ექნება, რამდენიც კაკურიუს(იმ შემთხვევაში, თუ ლევანთან დამარცხდება და დარჩენ 2 ბრძოლაში გაიმარჯვებს). თანაბარი მოგებების შემთხვევაში დაინიშნება გადამწყვეტი ბრძოლა კაკურიუსა და ტოჩინოშინს შორის და გამარჯვებული ნაცუ ბაშოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.
სამწუხაროდ, მეორე ქართველმა თეიმურაზ ჯუღელმაც დათმო თავისი ბრძოლა და ახლა ბალანსი 7:5-ზე აქვს. ხვალ გაგას მეტოქე ჯიუროს მე-12 ნომერი ტობიძარუ იქნება.