გაგამარუმ გაიმარჯვა და რეიტინგში წინსვლა გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ 24 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს მე-8 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსი დააფიქსირა.

მისი დღევანდელი მეტოქე ჯიუროს მე-12 ნომერი ტობიძარუ იყო.

ამ მოგებით გაგამ რეიტინგში წინსვლა გაინაღდა და თუ დარჩენილ ბრძოლებშიც წარმატებებს მიაღწევს, საგრძნობლადაც დაწინაურდება. შეგახსენებთ, გაგამარუ ამ ბაშოზე ჯურიოს მე-7 ნომრის სტატუსით ასპარეზობს.

გაგამარუს ხვალინდელი მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული