ნაცუ ბაშო. XIII დღე: ბევრი მსჯელობის შემდეგ ტოჩინოშინს წაგება ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი ბაშოს ლიდერთან, აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან დამარცხდა და ახლა ბალანსი 9:4-ზე აქვს.

ლევან გორგაძემ კატაცუკაში შეასრულა, თუმცა მონოი შედგა და გამარჯვება იაპონელ ფალავანს მიაკუთვნეს.

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 2 მატჩია დარჩენილი. ამ მომენტისთვის ბაშოს სათავეში იოკოძუნა კაკურიუ და ასანოიამა არიან, ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კი სწორედ კაკურიუ იქნება.

ლევან გორგაძეს დარჩენილი ორი შეხვედრიდან 1-ის მოგება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტულის დაიბრუნოს.

კაკურიუ და ტოჩინოშინი ერთმანეთს სულ 26-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც გორგაძემ მხოლოდ 3 დაპირისპირება მოიგო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 31 /
მაგრად უსამართლოდ დაჩაგრეს! ამათი დედაც!.....
კახა
24 მაისი 2019 14:05
0
Vითომ თმაში ჩაავლო ხელი? თმაში წესებით აკრძალულია.თუ, რომ მოისროლა თვითონაც გადადგა წრიდან ფეხი? მოწინააღმდეგის ზღართანზე ადრე წრის მიღმა, და შეგვიძლია თუ არა მივმართოთ კორექტულად, იაპონიის სუმოს ფედერაციას,ჩვენი სპორტული ფედერაციების მეშვეობით თუნდაც რბილი ძალის-ძიუდოს მიერ, ახსნა განმარტებით მათი მხრიდან ამ ბრძოლის შედეგისა -კორექტულად მივმართოთ და Dღეს-ხვალ არა უგვიანეს,საქმით დავიცვათ ჩვენი სპორტსმენი თუ მართლა გაიმარჯვა ობიექტურად სიმართლით.....და სიმართლემ პური ჭამოს...ჩვენი სისხლი და ხორცია ,ჩვენი ლომია...
Chicago America
24 მაისი 2019 13:42
1
სათაური შეცვალეთ დ დაწერწთ რომ წაართვეს!
Irakli apkhaidze
24 მაისი 2019 13:30
0
ჯერ თუ სუმოში ვერ ერკვევი საერთოდ ნუ დაწერ ნურაფერს, რა ''გუნბაი'' შედგა მონოი ჰქვია მაგას, ეს ჟურნალისტს.. რაც შეეხება ტოჩის მარცხს ასეთი უსამართლობა და საზიზღრობა სუმოს ისტორიას არ ახსოვს. კაცს აშკარა მოგებული წაართვეს იავნად!!! მიდი ტოჩი შეჭამე ხვალ და ზეგ ეგენი!!!
უსამართლობა..
24 მაისი 2019 13:24
0
მაგრად გატეხა ხასიათი,არადა ზუსტად არ ჩანს დაადო თუ არა ფეხი.
ზას.
24 მაისი 2019 13:07
17
სანამ იმხელა ტექსტს აკრეფდი და ოძეკობას მოგვახარებდი, ჯობდა დალოდებოდი საბოლოო შედეგს. თფუი ამ მსაჯებს, აშკარად უსამართლოდ დაგვჩაგრეს, ფეხი ბოლომდე არ დაუდია აშკარად!!! ცუდია ამ სპორტში რომ არ არის ვიდეოგამეორება!!! არა უშავს ლომო, მიდი მიაწექი ხვალ კაკურიუს და ისე დაიბრუნე ოძეკის ტიტული!!!
Alex
24 მაისი 2019 12:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული