უდიდესი სიურპრიზი ქართველი სუმოისტისთვის - ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა

AutoSharing Option
სუმოს ოფიციალურმა გვერდმა ივლისის ბაშოს დაწყებამდე 2 კვირით ადრე ახალი ბანძუკე გამოაქვეყნა.

რეიტინგში ოფიციალურად აისახა ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის წარმატებული გამოსვლა მაისის ბაშოზე, სადაც მან 10:5 ბალანსი აჩვენა და ახალ ბანძუკეში ის უკვე ოძეკის რანგითაა ჩაწერილი.

სულ კი ივლისის ბაშოზე 4 ოძეკი იქნება (ტოჩინოშინი, გოეიდო, ტაკაკეიშო და ტაკაიასუ)

სასიამოვნო სიახლეა ჯურიო დივიზიონშიც - კიდევ ერთი ქართველი ფალავანი, თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ დასავლეთის მეორე რიკიშია, რაც სუმოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გამოცემა tachiai.org-მა უდიდეს სიურპრიზად შერაცხა.

ივლისის ბაშო, იგივე ნაგოია ბაშო სტარტს
7 ივლისს აიღებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვენდის "რამე გემრიელს" არასოდეს შევჭამ, მშიერიც რომ მოვკვდე!
პროტესტი რეკლამის ფორმას
18:44 24-06-2019
0
ჩაცმულობაზე დაცინვა რა სპორტის სახეობაა? :D რა გეშველებათ ზოგიერთებს.
ლევანი
15:54 24-06-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული