8 ივლისს ნაგოია ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა გაგამარუმ პირველი გამარჯვება იზეიმა.
თეიმურაზ ჯუღელი აზუმარიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ქართველმა მეტოქესთან ბალანსი 3:2 გახადა, ხოლო ტურნირზე ბალანსი 1:1-ზე აქვს.
ჯუღელის მომდევნო მეტოქე უტაკაიამა იქნება, ვისაც აქამდე სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ მოუგო.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაახლოებით 12:00 საათიდან საკუთარ შეხვედრას ტოჩინოშინი გამართავს.