8 ივლისს ნაგოია ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.
ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა შოდაის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.
ამ მარცხით ქართველი სუმოისტის ბალანსი შოდაისთან 6:8 გახდა, ხოლო ტურნირზე ბალანსი 0:2 გაუხდა. სამწუხაროდ ქართველ ფალავანს ტრავმები აწუხებს, რაც მის გამოსვლაზეც აისახება.
გორგაძის მომდევნო მეტოქე კომოსუბი რიუდენი იქნება, ვისთანაც ბალანსი 1:0 აქვს.
შეგახსენებთ, რომ ჯურიო ლიგაში გაგამარუმ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.