ნაგოია ბაშო. II დღე: ტოჩინოშინს უჭირს, ამჯერად შოდაისთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივლისს ნაგოია ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა შოდაის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.

ამ მარცხით ქართველი სუმოისტის ბალანსი შოდაისთან 6:8 გახდა, ხოლო ტურნირზე ბალანსი 0:2 გაუხდა. სამწუხაროდ ქართველ ფალავანს ტრავმები აწუხებს, რაც მის გამოსვლაზეც აისახება.

გორგაძის მომდევნო მეტოქე კომოსუბი რიუდენი იქნება, ვისთანაც ბალანსი 1:0 აქვს.

შეგახსენებთ, რომ ჯურიო ლიგაში გაგამარუმ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული