13 ივლისს ნაგოია ბაშოს მეშვიდე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც გაგამარუმ მორიგი მარცხი განიცადა.
თეიმურაზ ჯუღელი კიოკუშუჰოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ეს გაგამარუს რიგით მე-6 მარცხია ბაშოზე და მისი ბალანსი 1:6-ზეა.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუს ფეხის თითი აქვს მოტეხილი და ისე ასპარეზობს. ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე სოკოკურაი იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ნაგოია ბაშოდან ტრავმების გამო ტოჩინოშინი მოიხსნა.