გაგამარუმ აკი ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, აკი ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება იზეიმა.

გაგას მეტოქე ბრაზილიელი ექსსეკივაკე კაისეი იყო, რომელიც გაბარიტებში აღემატება კიდეც ქართველ ფალავანს, თუმცა, ტრავმის მიუხედავად, გაგამ მაინც მოახერხა ბრაზილიელის დამარცხება.

ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ სუმოისტს ბალანსი 1:1-ზე გაუხდა.

შეგახსენებთ, გაგამარუ ჯურიოს დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის და ამისათვის აუცილებლად სჭირდება 8 ბრძოლის მოგება და დადებითი ბალანსის დაფიქსირება.
ტეგები:
სიახლეები პოპულარული