გაგამარუმ აკი ბაშოზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბროს დღეს მე-3 გამარჯვება ჯიუროს მე-11 ნომერ ჩიონოუმისთან მოიპოვა.

ჯუღელმა მეტოქე ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ გაგას 2 მარცხის წილ 3 მოგება აქვს და ჯიუროს დივიზიონში დასარჩენად 5 გამარჯვება აკლია.

მეორე ქართველი ფალავანი, ლევან გორგაძე, ანუ ტოჩინოშინი დოჰიოზე, დაახლოებით, 12:30 საათზე გამოვა. ტოჩის დღევანდელი მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტომოკაძე იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული