13 სექტემბერს ტოჩინოშინი ტამავაშისთან დამარცხდა, რის შემდეგაც ქართველმა იაპონურ მედიასთან საკუთარ წარუმატებლობაზე ისაუბრა.
"მეტოქის ხელი ვერ დავინახე. შევეცადე მარჯვენა ხელით შემეტია, რადგან ველოდი ტამავაში გამერიდებოდა, თუმცა შევცდი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება გამომივიდა.
ამ ეტაპზე ტრავმაზე რაც შემიძლია ვთქვა, განსხვავებით აკი ბაშოს დასაწყისიდან მარჯვენა მუხლი უკეთეს მდგომარეობაში მაქვს. თუმცა არის
როდესაც დავეცი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ტრავმა არ გამრთულებოდა, თუმცა არაფერი მომსვლია და გახარებული ვარ".
ქართველ ფალავანს ამ ეტაპზე თხუთმეტი კენშო აქვს გამომუშავებული, ერთი კენშო კი 60 ათასს იენს უდრის - რაც ქართულ ფულზე 1643 ლარია. ანუ ჯამში მისი მონაპოვარი 24 645 ლარს უდრის.
ფინანსური თვალსაზრისით ცხრილს იოკუძუნა კაკურიო ლიდერობს, რომელსაც 134 კენშო აქვს.
აკი ბაშო. VI დღე: ისევ მარცხი, ტოჩინოშინის ტრავმა თავისას შვრება [VIDEO]