რამდენი გამოიმუშავა და რა მდგომარეობაშია ტრავმა? - ტოჩინოშინის კომენტარი

AutoSharing Option
ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე უკვე ექვსი ბრძოლა გამართა, თუმცა სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს. მას 4 მარცხი აქვს და 2 გამარჯვება, ტიტულის შესანარჩუნებლად კიდევ ექვსი გამარჯვება ესაჭიროება, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ეს შეუძლებელიც კი ჩანს.

13 სექტემბერს ტოჩინოშინი ტამავაშისთან დამარცხდა, რის შემდეგაც ქართველმა იაპონურ მედიასთან საკუთარ წარუმატებლობაზე ისაუბრა.

"მეტოქის ხელი ვერ დავინახე. შევეცადე მარჯვენა ხელით შემეტია, რადგან ველოდი ტამავაში გამერიდებოდა, თუმცა შევცდი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება გამომივიდა.

ამ ეტაპზე ტრავმაზე რაც შემიძლია ვთქვა, განსხვავებით აკი ბაშოს დასაწყისიდან მარჯვენა მუხლი უკეთეს მდგომარეობაში მაქვს. თუმცა არის
იმის რისკი რომ გამირთულდეს.

როდესაც დავეცი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ტრავმა არ გამრთულებოდა, თუმცა არაფერი მომსვლია და გახარებული ვარ".

ქართველ ფალავანს ამ ეტაპზე თხუთმეტი კენშო აქვს გამომუშავებული, ერთი კენშო კი 60 ათასს იენს უდრის - რაც ქართულ ფულზე 1643 ლარია. ანუ ჯამში მისი მონაპოვარი 24 645 ლარს უდრის.

ფინანსური თვალსაზრისით ცხრილს იოკუძუნა კაკურიო ლიდერობს, რომელსაც 134 კენშო აქვს.

altაკი ბაშო. VI დღე: ისევ მარცხი, ტოჩინოშინის ტრავმა თავისას შვრება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
შევეშვათ რა სხვისა ფულის თვლას...თან მითუმეტეს ტოჩის.კაცი ლომივით იბრძვის და ყველაფერს უდიდესი შრომისა და ტრამვების ფასად მიახწია. ქართულ გულში გენაცვალე ტოჩი-ქართველი ხალხის სიამაყე ხარ!!!
Jordan Beli
11:04 14-09-2019
8
ნუ ხართ დაწრვილმანებული,მის სპორტულ მიღწევებზე გაამახვილეთ ყურადღება და იმაზე თუ რა უშლის ხელს წარმატების მიღწევაში.
ზასტაველი
16:41 14-09-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული