ტოჩინოშინი ჰენკათი გამარჯვებაზე: ეს მეც არ მომწონს, მაგრამ... [VIDEO]

AutoSharing Option
შეჯიბრების მეცხრე დღეს ტოჩინოშინმა ენდო შოთას ჰენკათი სძლია, რასაც სუმოს სამყაროში ღირსეულ საქციელად ნამდვილად არ თვლიან. თუმცა, ალბათ, არ არსებობს სუმოისტი, რომელსაც დოჰიოზე მსგავსი ქმედება არ გაუკეთებია.

ტოჩინოშინს 9 დღის შემდეგ ოთხი მოგება და ხუთი მარცხი აქვს. ქართველ სეკიტორს დარჩენილ ექვს შეხვედრაში მინიმუმ ოთხში გამარჯვება მართებს, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფალავანმა მის ქმედებაზე ისაუბრა: "როგორ შევაფასებ ბრძოლას? ამ დაპირისპირებაში ენდო შოთა დოჰიოზე დაეცა. ჰენკას გაკეთება თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა. ხშირად ამ ილეთის შესრულებისას მარცხნივ გავდივარ, თუმცა მეტოქე მაქსიმალურად
დავაბნიე და მარჯვენა მხარე ავირჩიე.

რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, ვერ ვიქნები კმაყოფილი. 9 დღე გავიდა და ბრძოლაში მხოლოდ ჰოკოტოფუჯის ვაჯობე. მიზეზი ჩემი ფიზიკური მდგომარეობაა. შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება ცუდად შეფასდეს, ეს მეც არ მომწონს, თუმცა საკუთარ თავს ვუთხარი - "როგორმე 8 გამარჯვება უნდა მოვიპოვო".

ტოჩინოშინს ბოლო ბრძოლების შემდეგ სპონსორებისგან საკმაოდ დიდი რაოდენობის კენშო ერგო, ქართველ ფალავანს 63 კენშო (103 509 ლარი) დაუგროვდა. გამომუშავებული თანხით ბაშოს კაკურიუ და ტაკაკეიშო ლიდერობენ, ორივეს 134-134 კენშო დაუგროვდა.

altტოჩინოშინმა ენდოს ჰენკათი აჯობა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად აგრძელებს ბრძოლას [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხალხნო რაც არ იცით ნუ წერთ იმას. თქვენ უბრალოდ ჭორაობთ და მეტი არაფერი. სუმოში არ ერკვევით და რას პროფესორობთ? არ არსებობს რიკიში ვისაც ჰენკა არ გაუკეთებია და ლევანი ერთერთი უკანასკნელია მათში.... თვითონ კი უთვალავი ჰენკას მსხვერპლია. 1. კაცი ტრავმით არის და 5-5 ბალანსი დადო. 2. ოძეკის ტიტული იკარგება. 3. ენდო უხერხული მეტოქეა და უარყოფითი ბალანსი გვაქვს. 4. ენდოსთან ბრძოლებში ორი ისეთი ტრავმა მიიღო ტოჩიმ რომ გადაყვა მაგისი კარიერა, ეგ ტრავმები რომ არა იოკოძუნა იქნებოდა დღეს. 5. უარესი ჰენკები გვინახავს, ეს ჰატაკიკომის ილეთით ჩაეწერა ოქმში. ენდო დაბალ დგომში შევიდა ძალიან (ბოლოს ბევრჯერ დაამარცხა მასე) და იმიტომაც გაიშხლართა ეგრე ადვილად. იცოდა ლევანმა დაბალ დგომში გააკეთებდა ტაჩიაის ენდო და ტრავმიანი კაცი კიდე ტრავმას მოერიდა თარს ენდოსთან და გააკეთა ჰენკა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორიდან გამომდინარე. თან კაი ჰენკა გააკეთა ჰატაკიკომიც მიაყოლა:)
gamoides tavi
14:34 17-09-2019
0
მაშინ საერთოდ გადადი ჰენკების კეთებაზე და გახდი ჰენკების"დიდი" ჩემპიონი,არც ვარჯიში გჭირდება და არც ნამუსი.
აბა შენა ყოფილხარ
12:23 17-09-2019
64
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული