ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი აკი ბაშოს მე-15 დღეს ბაშოს განრიგით ბოლო ბრძოლაში ოძეკი გოეიდოსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა და ასპარეზობა უარყოფითი ბალანსით დაასრულა- 6:9.
მოგეხსენებათ, ლევან ოძეკობის შესანარჩუნებლად 8 მოგება სჭირდებოდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა და შემდეგ ბაშოზე სეკივაკეს წოდებით იჭდავებს და 10 მოგება დასჭირდება ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად.
მოგეხსენებათ, ლევანმა 2 ბაშოს წინ ერთხელ უკვე შეასრულა ეს ამოცანა და ახლა, რიგით მეორედ მოუწევს ბრძოლა ოძეკის ტიტულოვანი წოდების დასაბრუნებლად.
აკი ბაშო კი ლევანის მეგობარმა, სეკივაკე მიტაკეუმიმ მოიგო. რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში ტაკაკეიშო დაამარცხა და აკი ბაშოს ჩემპიონი გახდა.