ტოჩინოშინის დამარცხდა, თუმცა ახალი ბრძოლა წინაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი აკი ბაშოს მე-15 დღეს ბაშოს განრიგით ბოლო ბრძოლაში ოძეკი გოეიდოსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა და ასპარეზობა უარყოფითი ბალანსით დაასრულა- 6:9.

მოგეხსენებათ, ლევან ოძეკობის შესანარჩუნებლად 8 მოგება სჭირდებოდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა და შემდეგ ბაშოზე სეკივაკეს წოდებით იჭდავებს და 10 მოგება დასჭირდება ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად.

მოგეხსენებათ, ლევანმა 2 ბაშოს წინ ერთხელ უკვე შეასრულა ეს ამოცანა და ახლა, რიგით მეორედ მოუწევს ბრძოლა ოძეკის ტიტულოვანი წოდების დასაბრუნებლად.

აკი ბაშო კი ლევანის მეგობარმა, სეკივაკე მიტაკეუმიმ მოიგო. რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში
ტაკაკეიშო დაამარცხა და აკი ბაშოს ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამასაც ჩვეულებრივი ქართული მენტალიტეტი აღმოაჩნდა.ერთხელ ხომ მოიგო და ზედმეტი ვარჯიში და წვალება რა საჭიროა.მონგოლებმა იწვალონ.
ასეა ეს
21:57 22-09-2019
7
ალბათ არ ღირდა გარსკვა, ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, მაგრამ არაუშავს ერთხელ ხომ გამოუვიდა მერედაც გამოუვა.
ჟორა
21:08 22-09-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული