daily.co.jp - "ტოჩინოშინი სასოწარკვეთილი ცდილობს, გაიუმჯობესოს თავისი მდგომარეობა"

AutoSharing Option
იაპონიის მასშტაბით, სუმოისტების საშემოდგომო ტური გრძელდება და იაპონური გამოცემა www.daily.co.jp ქალაქ ჰამამაცუში ტოჩინოშინის გამოსვლას მცირე სტატიით გამოეხმაურა.

"სუმოს საშემოდგომო ტური ქალაქ ჰამამაცუში, შიზუაკას პრეფექტურაში გაიმართა. კასუგანოს სკოლოს წევრი ტოჩინოშინი (32) აქტიურად ასპარეზობს, რომლის მიზანი ფუკოაკოში ოძეკის წოდების დაბრუნებაა. მან 8:1 დაამარცხა სეკივაკე მიტაკეუმი და მეოთხე მაეგაშირა შოდაი.

ტოჩინოშინმა მეორედ დაკარგა ოძეკის ტიტული. შემოდგომის ტურზე ის პირველივე დღიდან ფორმაში შესვლას და მუხლის რეაბილიტაციას ცდილობდა.

სუმოისტებმა ჯერ მხოლოდ შემოდგომის ტურის ნახევარი გაიარეს.

"მე ნელ-ნელა წინ მივიწევ, პრაქტიკა მაძლევს გარკვეულ განსხვავებას", - ამბობს
ტოჩინოშინი.

ვარჯიშის დღესაც ჩანდა, რომ მას მარცხენა ხელი უკეთეს მდგომარეობაში ჰქონდა.

"თუმცა ჩემი მოძრაობა ნელია, რადგან ჩემი ფეხი შეშუპებულია" - ამბობს ტოჩინოშინი. ის სასოწარკვეთილი ცდილობს, გაიუმჯობესოს თავისი მდგომარეობა, მაშინ, როდესაც მარჯვენა მუხლი სრულყოფილად არ არის მორჩენილი."

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რომელი კალაა გმირი?თავის კარში,რომ ორი ბურთი შეაგდო ერთ მატჩში?
ჰოპლა
18:21 26-10-2019
1
გმირია ტოჩი,გმირია გაგა,გორგოძილა, კალა. გმირების სამჭედლოა საქართველო. გვეშველება რამე?
ozeki
11:36 22-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული