ტოჩინოშინი და ტაიფუნი - ქალაქში, რომელსაც ტაიფუნმა გადაუარა, მეორე დღეს სუმოს ბრძოლები გაიმართა [VIDEO]

AutoSharing Option
ძალიან უცნაური ქვეყანაა იაპონია. ტაიფუნ "ჰაგიბისის" შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. ტელეკომპანია NHK-ს ინფორმაციით, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 15 ადამიანი, 212-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

ამ დროს კი იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ფორმულას გრან-პრი ჩატარდა, შემოდგომის ფესტივალია და სუმოისტები საშემოდგომო ტურს აგრძელებენ.

არადა, ქვეყანაში ათიათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია, დაღუპულთა რაოდენობა მზარდია, ტაიფუნი ჯერ კიდევ გრძელდება. თან ყველაზე გასაკვირია ის, რომ ტაიფუნის შესახებ იაპონელებმა წინასწარ იცოდნენ
და ეს ღონისძიებები მაინც არ გადადეს.

14 ოქტომბერს სუმოისტები ქალაქ საგამიჰარაში იყვნენ და რაც ყველაზე გასაოცარია, ორი დღის წინ ამ ქალაქს ტაიფუნმა გადაუარა. ანუ წარმოიდგინეთ, ქალაქში, რომელიც გაუბედურებულია, შეიძლება გლოვობდეს - სუმოს ტური ჩატარდა. აი, როგორ გამოიყურებოდა ქალაქი ტაიფუნის შემდეგ.




ორი დღის შემდეგ



რაც შეეხება ქართველ ფალავან ტოჩინოშინს, ის აგრძელებს ვარჯიშს და როგორც იაპონელები წერენ, მის ფიზიკურ კონდიციებში უკეთესობაც იგრძნობა. ტოჩინოშინს მარჯვენა მუხლი აწუხებს და ნოემბრის ბაშოზე 10 ბრძოლაში გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის წოდება დაიბრუნოს.

გთავაზობთ ტოჩინოშინის საჩვენებელ ბრძოლებს ოძეკ გოეიდოსთან და ჯურიო ლიგის მეორე ნომერ ტაკანოშოსთან. ეს ბრძოლები ქალაქ ჩიბაში გაიმართა.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ატომურ ბომბს გაუძლეს და მაგათთვის ტაიფუნი რა არის.
გიორგი
05:22 22-10-2019
0
ისინი სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას, თანაც ისეთები უნახავთ...
goga
17:46 15-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული