ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, რომელიც ჯიუროს მე-12 ნომერი გახლავთ, კიუშო ბაშოს მეორე დღესაც მარცხი განიცადა და ბალანსი 0:2-ზე აქვს.
გაგას დღევანდელი მეტოქე ჯიუროს მე-13 ნომერი, 22 წლის ჰოშორიუ იყო. გაგამ კარგად დაიწყო ორთაბრძოლა, თუმცა გამარჯვებამდე საქმე ვერ მიიყვანა.
რაც შეეხება ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, ქართველი სეიკივაკე დოჰიოზე, დაახლოებით, 12:10 საათზე გამოვა და მისი მეტოქე მეორე მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.