როგორც ცნობილია, ქართველმა ფალავანმა ნეკნი გაიტეხა და ის ნოემბრის ტურნირს გამოეთიშა. ლევანს 10 გამარჯვება ესაჭიროებოდა ოძეკის წოდების დასაბრუნებლად, ახლა კი სეკივაკეს წოდებასაც დაკარგავს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი სეკიტორი კვლავ რიგითი მაეგაშირა გახდება. ხოლო როდის შეძლებს ის დოჰიოზე დაბრუნებას, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე მუხლის ტრავმით ასპარეზობდა, თუმცა, ტკივილის მიუხედავად, ლევანი იმედიანად იყო განწყობილი, რომ ოძეკის წოდებას დაიბრუნებდა.
კიუშუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინმა ბრწყინვალე ილეთით მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა! [VIDEO]