19 ნოემბერს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, კიუშუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს მე-9 მარცხი კიოკუშუჰოასთან განიცადა და ჯიუროს დივიზიონიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.

გაგამარუ კიუშუ ბაშოს ჯიუროს მე-12 ნომრად შეხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წაგებათა და მოგებათა შორის სხვაობა 3-ზე მეტი თუ იქნება, ჯიუროში ადგილს ვერ შეინარჩუნებს.

სუმოში, როგორც წესი, ასე ხდება, რა სხვაობითაც ამთავრებ ბაშოს, იმდენი საფეხურით ან დაქვეითდები (უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში), ან დაწინაურდები (დადებითი ბალანსის შემთხვევაში).

გაგა მე-12 ნომერი არის, ჯიუროში კი სულ 30 რიკიში (სუმოისტი) გახლავთ, 15 - დასავლეთის დივიზიონში, 15 - აღმოსავლეთის. თუ გაგამარუ 20 ნოემბერს წააგებს, დანარჩენი ბრძოლებიც რომ მოიგოს, მაინც -5 სხვაობით დაასრულებს ბაშოს და ავტომატურად დატოვებს ჯიუროს დივიზიონს.

ჯიუროს დივიზიონის ქვევით კი მაკუშიტას დივიზიონია. სხვაობა ჯიუროსა და მაკუშიტას დივიზიონებს შორის ისეთივეა, როგორც ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის.

მაკუშიტას დივიზიონის მოჭიდავეს არ აქვს სეკიტორის სტატუსი, რომელსაც პროფესიონალი სუმოისტები ატარებენ და ეს წოდება მხოლოდ ჯიუროსა და მაკუუჩის დივიზიონის წევრებისთვისაა განკუთვნილი.

ასევე, მაკუშიტას ლიგაში მოჭიდავე რიკიშსაც უწევს თავისი სკოლისთვის მუშაობა და თუ საჭირო გახდა, სეკიტორსაც უნდა ემსახუროს (ნუ, ეს ნაწილი, გაგასთვის გამორიცხულია, მას ამას ვერ აკადრებენ). ასევე, უდიდესი სხვაობაა ხელფასებს შორის. ჯიუროს დივიზიონში საკმაოდ კარგი ხელფასები აქვთ რიკიშებს, ხოლო მაკუშიტას მონაწილე სუმოისტი იმდენს იღებს, რომ თვიდან-თვემდე თავი გაიტანოს.

სამწუხაროდ, ჯუღელის, ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითება ძალიან რეალურია. თეიმურაზი გარკვეული ხნის წინ აპირებდა სუმოდან წასვლას და ამისი მიზეზი ქრონიკული ტრავმა გახლდათ. თუმცა, ის არ დანებდა და ბოლომდე აგრძელებს ბრძოლას. მაგრამ არ ვიცით, დაქვეითების შემთხვევაში, შესაძლოა, 32 წლის ქართველმა სუმოისტმა კარიერაც დაასრულოს.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ურუგვაი
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა - საიბარი "ბაიერნისკენ" მიიწევს
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა
19-წლამდელები მონტენეგროს დაუპირისპირდებიან
U21 | ახალგაზრდულმა ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ჰაჯი: საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესი იყო - ჩვენმა მეკარემ შეცდომა დაუშვა
[VIDEO] კაშიას გაცილება. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრები რუმინეთს ფრედ ეთამაშა
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, მაგრამ შემდეგ ოპერაციას გაიკეთებს - სალიბას არჩევანი
სიომინი: ხვიჩა ვინისიუსზე უკეთესია, მარცხენა ფლანგზე მსოფლიოში საუკეთესოა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" 26 მილიონად ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] "ყოჩაღ ხვიჩა, შესანიშნავი იყავი" - კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა
პირველი დამოუკიდებელი სამუშაო ევროპაში - ანჩელოტის ვაჟს "ლილი" ჩააბარეს
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]