14 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ მარცხი განიცადა.
ქართველი ფალავანი მე-8 მაეგაშირა რიუდენს შეხვდა და დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ იორიკირის ილეთით დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 1:2-ზე გაუხდა.
ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ენჰო იქნება, ვისაც ჯერ არ შეხვედრია.