საოცარი სანახაობა! - ტოჩინოშინმა პატარა ენჰო ჰაერში ასწია და დოჰიოდან გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მნიშვნელოვანი და საოცრად ეფექტური გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი სუმოისტი მე-5 მაეგაშირა ენჰოს დაუპირისპირდა და ცურიდაშის ილეთით დაამარცხა. გორგაძემ ენჰო ჰაერში ასწია და დოჰიოდან ისე გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ენჰო სულ რაღაც 99 კილოგრამია, როცა ქართველი ფალავანი 177 კილოგრამს იწონის. ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 2:2-ზე გაუხდა.

გორგაძის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა მეისეი იქნება, ვისაც ქართველი ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა.

მაკუშიტა დივიზიონში (რანგით მე-3) გაგამარუმ, სამწუხაროდ, ზედიზედ მეორე მარცხი
განიცადა. თეიმურაზ ჯუღელი ფუჯიაზუმას შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 0:2-ია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ლაივში ვუყურე და ასე მეგონა ქართულ მხატვრულ ფილმ "სერენადა"-ს ვუყურებდი... :-)
buba
11:00 16-01-2020
0
ანჩხლი ბავშვივით რომ იქნება ფეხებს მაგაზე გადავბჟირდი
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული