ჰაცუ ბაშო. VI დღე: ტოჩინოშინმა შოდაის მიწოლას ვერ გაუძლო და... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია.

ქართველი ფალავანი მიმდინარე ბაშოს ლიდერს, დასავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ამ წაგების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 2:4-ზე გაუხდა.

გორგაძის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, ვისთანაც ქართველს პირადი ბალანსი 7:10-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეჰ მე მგონი ახლოვდება დრო ტოჩიმ ის ნიფხვის მოვალეობის შემსრულებელი, ლურსმანზე ჩამოკიდეს.დდდ სათქმელი უკვე თქვა და ტყუილად იწვალებს თავს ტრამვებმა არა მგონია საშუალება მისცეს ძველ დონეს დაუბრუნდეს.
1
ტოჩის ეტყობა დაავიწყდა, რომ "ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა"!
ჭიდაობის მისეული სტილი მეტოქეებმა ძალიან კარგად შეისწავლეს. ტოჩი, შეცვალე ჭიდაობის სტილი!
მანჩო
15:18 17-01-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული