21 იანვარს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ჰაცუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი ფალავანი სეკივაკე ასანოიამას შეხვდა და უხერხული მეტოქე შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 5:5-ზე გაუხდა. ეს გორგაძის ზედიზედ მეორე მოგებაა ბაშოზე.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 8:5-ზე აქვს.
ლიდერი ვინაა, რამდენი მოგებით და ა.შ.
ტოჩის შანსები აქვს თუ არა. იქნებ ვინმემ დაწეროს ?!
რედაქცია, როგორც ჩანს, არ ფლობს ამ ინფორმაციას :(