ბანძუკე განახლდა - ტოჩინოშინის ახალი რეიტინგი ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 24 თებერვალს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ბანძუკე განაახლა, რის მიხედვითაც, ჰარუ ბაშოზე მარტის თვეში სუმოისტები იასპარეზებენ.

სუმოს ასოციაციამ ტოჩინოშინი მოსალოდნელზე ნაკლებად დააქვეითა და ქართველმა სეკიტორმა მე-9 მაეგაშირას პოზიციაზე გადაინაცვლა. ქართველ ფალავანს კვლავ ტრავმა აწუხებს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესირებს და მარტს კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს.

მაკუშიტა დივიზიონში (მესამე ლიგა) ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს, რადგან გაგამარუს სერიოზული ტრავმა აწუხებს და შეიძლება მომავალ ბაშოზე ოსაკაში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ის 44-ე პოზიციაზე დაქვეითდა და კიდევ უფრო უარესი რეგრესი მოსალოდნელია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
აჰა. ბანძუკე თუ დაიწყო რარა გვიჭირს. რა ზედგამოჭრილი სახელია ისე ჩვენთვის.
ჯერი
24 თებერვალი 2020 16:00
20
თუ სუმოისტები არ გყავთ, სამაგიეროდ თქვენ ჯიგარხანიანი გყავთ. ამიტომ ნუ იბოღმები, თორემ ცხვირი კიდევ უფრო დაგიგრძელდება.
ტომი
24 თებერვალი 2020 20:44
0
ძალიან ვუთანაგრძნობ ჩვენს ბიჭებს,მაგრამ გაგამარუმ მგონი ბოლომდე ამოწურა თავისი დანგრეული მუხლების რესურსი.ტოჩიმ კი,ალბათ სჯობია ბოლომდე მოირჩინოს ტრავმა(თუ ეს კიდევ შესაძლებელია) და შემდეგ გააგრძელოს გამოსვლები.ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი გულშემატკივარი ვარ ბიჭებო, ჯანმრთელობას გისურვებთ და უკვე შემდეგ, სხვა წარმატებებს.
სოსო
24 თებერვალი 2020 11:39
1
სანამ გამოჯანმრთელდება ოჯახს ვინ არჩენს. მიშა თუ ბორია, სამუშაოდაა გადასაკარგავში წასული, სამუშაოოდ.
ოზეკი
24 თებერვალი 2020 17:41
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული