ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს მე-10 მაეგაშირა ბრაზილიელ კაისეის დაუპირისპირდა და მისთვის უცნაურად დამარცხდა.
უცნაურობაში იმაში გამოიხატებოდა, რომ ტოჩი მეგობარ რიკიშისთან იორიკირით დამარცხდა, თან მაშინ, როცა ორივე ჩავლება აღებული ჰქონდა. ცოტა ხნის წინ, ქართველის ასეთი ჩავლების გაძლება ჰაკუჰომაც ვერ შეძლო, ახლა კი...
ნაგოია ბაშოს 2 დღის შემდეგ ქართველს თანაბარი ბალანსი აქვს - 1:1 და ხვალ, 21 ივლისს მიოგირიუს დაუპირისპირდება.