ივლისის ბაშოს XI დღეს ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, კოტოიუკის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, ოშიდაშის ილეთით დამარცხდა მეტოქესთან, რომელსაც აქამდე 8-ჯერ შეხვედროდა და ურთიერთშეხვედრებში წაგება არ ჰქონდა.
კოტოიუკიმ აგრესიული ტაჩიაით დაიწყო ორთაბრძოლა - თავის სტილში, ოში ძუმოს (დისტანციაზე ბრძოლა - ხელების კვრა, სახეში გარტყმა) სტილს მიჰყვა. მართალია, ტოჩიმ მეტოქე დოჰიოს მიღმაც კი გააგორა, თუმცა გვიანი იყო, ქართველს ფეხი დოჰიოს მიღმა ჰქონდა გადადგმული...
ამ მარცხის შემდეგ ქართველი ფალავნის ბალანსი 6:4-ზე გახლავთ და კაჩი-კოშის (დადებითი) ბალანსის გასაფორმებლად 2 გამარჯვება სჭირდება.
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
ტოჩინოშინმა ექსოძეკი დოჰიოზე გააგორა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]