ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს მის მსგავსად ყოფილ ოძეკი ტაკაიასუს დაუპირისპირდა და კაკენაგეს ილეთით დაამარცხა მეტოქე.
ბრძოლა ტოჩისთვის არც ისე კარგად დაიწყო - ქართველმა ვერც ჩავლების აღება მოახერხა და პირიქით, მოწინააღმდეგეს ორივე ხელით მისი მავაშის აღების უფლებაც მისცა. თუმცა ბოლოს მაინც ლამაზი გდებით მოიპოვა გამარჯვება.
ეს ტოჩისთვის მიმდინარე ბაშოზე მეორე გამარჯვება იყო 3 მარცხის წილ. ხვალ ლევანი მისთვის უხერხულ მეტოქე შოდაის დაუპირისპირდება, რომელთან ჭიდაობაშიც ბოლო მძიმე ტრავმა მიიღო.
ტოჩინოშინი დოჰიოდან უცნაურად გავიდა [VIDEO]
პირველი გამარჯვებაც ასეთი უნდა - ტოჩიმ ურთულესი ბრძოლა მოიგო [VIDEO]