ტოჩინოშინის ულამაზესი გდება და დამარცხებული ექსოძეკი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს მის მსგავსად ყოფილ ოძეკი ტაკაიასუს დაუპირისპირდა და კაკენაგეს ილეთით დაამარცხა მეტოქე.

ბრძოლა ტოჩისთვის არც ისე კარგად დაიწყო - ქართველმა ვერც ჩავლების აღება მოახერხა და პირიქით, მოწინააღმდეგეს ორივე ხელით მისი მავაშის აღების უფლებაც მისცა. თუმცა ბოლოს მაინც ლამაზი გდებით მოიპოვა გამარჯვება.

ეს ტოჩისთვის მიმდინარე ბაშოზე მეორე გამარჯვება იყო 3 მარცხის წილ. ხვალ ლევანი მისთვის უხერხულ მეტოქე შოდაის დაუპირისპირდება, რომელთან ჭიდაობაშიც ბოლო მძიმე ტრავმა მიიღო.




ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაია ეს? რავა კვანტი გამოსდო ამხელა ბელტს და სდურთა ტლაპოში?
ოზუზი
13:06 17-09-2020
2
ისევ ქართული ჭიდაობის ცოდნამ უშველა
zaza
14:52 17-09-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული