ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი აკი ბაშოს მე-8 საშეჯიბროს დღეს ოძეკი ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.
ქართველმა სეკიტორმა ჰენკას მიმართა - სასტარტო შეჯახებას აარიდა თავი, რამეთუ ტაკაკეიშო ამ კომპონენტში ძალიან ძლიერი და ლევანს მისი დამარცხება უჭირს.
ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩის 4 მარცხის წილ 4 გამარჯვება აქვს და ხვალ კიდევ ერთ ოძეკის, ასანოიამას შეერკინება.