ტოჩიმ მეტოქე ჰაერში აათამაშა და დოჰიოს მიღმა გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, კიუშუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს მე-8 მაეგაშირა ცერუტუიოში შოკის დაუპირისპირდა და მეტოქე ჩვეულ სტილში, ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

ტოჩიმ უხერხულ მეტოქეს (აქამდე 0:2-ს აგებდა ურთიერთშეხვედრებში) პირველად მოუგო და ბალანსიც გამოისწორა - 2:2.

ხვალ, 12 ნოემბერს, ქართველი გოლიათი ტოკოშორიუს დაეჭიდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
2-0 თუ აგებდა 2-2 როგორ გახდა, მარსი მოუგო თუ ცესკოა?
მინდია
15:33 11-11-2020
11
ჰაჰაჰაა, მარსი მოიგო კი : D
რაგბის ფანი
16:51 11-11-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული