ტოჩიმ მეტოქე ასწია და მე-6 გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, კიუშუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს პირველ მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ბრძოლა ლევანისთვის მარტივი არ გამოდგა, თუმცა ქართველმა გოლიათმა მაინც აჯობა უმცროს მოწინააღმდეგეს და დოჰიოს მიღმაც გაიყვანა.

ეს გამარჯვება ტოჩისთვის მიმდინარე ბაშოზე მე-6 იყო. ხვალ კი ქართველი რიკიში მე-4 მაეგაშირა ჰოკოტოფუჯის შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მთლიან მავაშის ანუ ორივე ნაწილს, ან მის ქვედა ნაწილს თუ ჩასჭიდა ხელი, მერე მეტოქე ვერ გაურბის. მარტო ზედა ნაწილი ხშირად იწელება და მეტოქე ახერხებს თავის დაძვრენას.
თენგაბი
18 ნოემბერი 2020 13:58
0
ყოჩაღ ლევან!მეტოქეს ხელების ქვემოდან გაუტარა ხელი და მავაშშზე ჩაავლო.ამის შემდეგ მეტოქის აწევა და "შკაფივით" გარეთ გადადგმა,ლევანისათვის სიძნელე აღარ არის.
სოსო
18 ნოემბერი 2020 13:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული