თანაბარ ბრძოლაში ტოჩინოშინი კვლავ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იანვრის ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ოძეკ შოდაის დაუპირისპირდა. აქამდე ეს სუმოისტები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც შოდაიმ ლევანის დამარცხება 10-ჯერ მოახერხა. 

დღევანდელი დაპირისპირება თითქოს თანაბრად წარიმართა, თუმცა ოძეკმა თავი კარგად დაიცვა და ტოჩინოშინის დამარცხება მოახერხა. 

ამრიგად, ქართველის ანგარიშზე 2 გამარჯვება და 4 მარცხი გახლდათ. მე-7 დღეს ჩვენებური ოძეკ ტაკაკეიშოს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ლევანს მასთან 11 შეხვედრიდან მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს, მაგრამ სასიხარულოა, რომ ოძეკი ტაკაკეიშო ამ ტურნირს ცუდ ფორმაში შეხვდა. 


altტოჩინოშინის ჰენკა ამაო გამოდგა [VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ თარსთან რახან რამე არ გაიწყვიტა, წაგებას ვინღა ჩივის.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული