დღეს, ჰარუ ბაშოს მე-7 ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-5 მაეგაშირა შოტა ენდოს დაუპირისპირდა.
ქართველი მოწინააღმდეგეს აგრესიულად დაეჯახა, თუმცა ენდომ დღევანდელი მეტოქე სწორად შეისწავლა და ოდნავ გვერდიდან მიაწვა ლევანს, რითაც ტოჩინოშინმა წონასწორობა დაკარგა და აქტივში მე-4 მარცხი გაიფორმა. ამრიგად, ქართველს 3 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.
ლევანი მომდევნო შეხვედრას მე-10 მაეგაშირა მიდორიფუჯი კაძუნარისთან გამართავს, რომელმაც თავის მხრივ ჰარუ ბაშო 2/2 მოგებით დაიწყო, შემდეგ კი ზედიზედ 5 ორთაბრძოლა წააგო.