დღეს, ჰარუ ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) რიუდენს დაუპირისპირდა.
შეხვედრის დაწყებისთანავე ლევანის მეტოქემ ქამარში ხელის ჩავლება მოახერხა, რამაც საბოლოოდ, ქართველის აღნიშნულ ტურნირზე რიგით მე-6 მარცხი გამოიწვია.
ამრიგად, ტოჩინოშინს 3 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს. გორგაძე მომდევნო შეხვედრას მე-12 მაეგაშირა აკისეიამასთან გამართავს.