დღეს, 21 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-13 ტურში ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ტობიძარუს დაუპირისპირდა. ქართველი მეტოქეს მაგრად დაეჯახა, თუმცა პოზიცია დაკარგა და მოწინააღმდეგეს ზურგით მოექცა და დოჰიო პირველმა დატოვა.
ამრიგად, ლევანს 4 გამარჯვება და 9 წაგება აქვს, მომდევნო შეხვედას კი მე-16 მაეგაშირა ჩიომარუ კაზუკის წინააღმდეგ გამართავს.