ტოჩინოშინი ბრძოლას არ წყვეტს - მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შემოდგომის სუპერტურნირის მე-11 დღეს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მონღოლ ჩიიოშომას (მე-7 მაეგაშირა) დაუპირისპირდა და დაამარცხა.

ქართველი სუმოისტის ჰენკას მიუხედავად, მეტოქემ ბრძოლაში დარჩენა მოახერხა, თუმცა ლევანმა იორკირის მეთოდით ის დოჰიოდან მაინც გადაიყვანა.

ტოჩინოშინის (მე-13 მაეგაშირა) მომდევნო მეტოქე მე-16 მაეგაშირა სადანოუმი იქნება. ჩვენებურს 4 მოგება აქვს (7 მარცხის წილ) და ბრძოლა დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად უწევს.

alt"ტოჩიმ" ბრაზილიელი ფიზიკურად დაჯაბნა და ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული