დღეს, 11 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მე-3 დღეს, მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი იმავე რეიტინგის ვაკამოტორაუს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
ლევანი მეტოქეს მაგრად დაეჯახა, თუმცა 50 კილოგრამით მსუბუქმა მოწინააღმდეგემ სისწრაფეში აჯობა და ჩვენებური დოჰიოდან გადააგდო.
ამრიგად, ქართველს 3 დღის შემდეგ 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, შემდეგ შეხვედრას კი მე-17 მაეგაშირა კაისეი იჩიროს წინააღმდეგ გამართავს.