დღეს, 13 იანვარს, მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი მე-17 მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდა და სანახაობრივ დაპირისპირებაში დაამარცხა.
შეხვედრა აქტიურად დაიწყო, ორივე სუმოისტი იბრძოდა. კოტოეკომ ლევანი დოჰიოს კიდეს მიაბჯინა, თუმცა ქართველმა გოლიათმა მეტოქე ჰაერში ასწია და ხაზს იქით გადასვა.
ამრიგად, "ტოჩის" ბალანსი 2:3-თან აქვს, შემდეგ შეხვედრას კი მე-18 მაეგაშირა ოჰოსთან გამართავს.