მარტის ბაშოს 1-ელ დღეს მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-15 მაეგაშირა აკუას დაუპირისპირდა და დაამარცხა.
ქართველმა ათლეტმა მოწინააღმდეგეს იდაყვი ყბაში მოარტყა, იაპონელმა სუმოისტმა კი წონასწორობა ვერ შეიკავა და დოჰიოზე დაეცა.
ამრიგად, ლევანმა მარტის ბაშო გამარჯვებით გახსნა, მე-2 საშეჯიბრო დღეს კი მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგის შეხვდება.