ნერვების ომი - ტოჩინოშინმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მარტის ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-12 მაეგაშირა ჩიოტაირუს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა ვერც ერთმა მოიპოვა. დოჰიოს ცენტრში ნერვების ომი გაჩაღდა, საბოლოოდ კი ჩვენებურმა იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, ლევანს 4 მოგება და 2 მარცხი აქვს, მე-7 საშეჯიბრო დღეს კი მე-13 მაეგაშირა ჩიომარუს შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ლევან გილოცავ!! წარმატებები... არ ხარ ჯერ ჩამოსაწერი ამ სპორტიდან... ძალიან ძლიერი ხარ... მახსოვს აქ 1000 მდე კომენტარი იწერებოდა როცა ოძეკი იყავი... ეხლა უნდა დავუდგეთ გვერდში და გავამხნევოთ!! იაპონიაშია რომ იმუშაოს ისპორცმენოს და ოჯახს ვერ ხედავს წელი, მძიმე სპორტია ძალიან თავისი კაცრი კანონებით.))
aqsadaqsa
12:37 18-03-2022
0
ტოჩინოშვილი! ტოჩინოშვილი! :)))) წარმატებები ლევან! ყველა გგულშემატკივრობთ. დაწყველილი ტრავმა რომ არა, ექვსიდან ექვსი მოგება ექნებოდა, მაგრამ არაუშავს.
რატი
12:53 18-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული