ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება - ქართველი სუმოისტი კარგ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მარტის ბაშოს მე-10 დღეს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კაისეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ქართველი სუმოისტი უპირატესობას თავიდანვე ფლობდა და მეტოქის დოჰიოდან გაყვანაც მოახერხა.

ტოჩინოშინმა (მე-15 მაეგაშირა) უკვე მე-7 გამარჯვებას (3 მარცხის წილ) მიაღწია, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-11 მაეგაშირა ტერუციოში იქნება.

altტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზევე გააგორა [VIDEO]

altნერვების ომი - ტოჩინოშინმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა [VIDEO]

altტოჩინოშინმა მძიმე ბრძოლაში მოიგო და ისევ დადებითი ბალანსი აქვს [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
დევია, დევი, ქართველი დევი. :)))) წარმატებები ლევან! კიდევ ერთიც და დადებითი ბალანსი დაფიქსირდება. ჩემი აზრით, ამის შემდეგ გონებას უფრო დაიმშვიდებს, უფრო ძლიერად შეუტევს და უფრო მეტზეც იფიქრებს. შენ იცი, ყველა გგულშემატკივრობთ.
რატი
14:04 22-03-2022
0
ყოჩაღ ლევან!უკვე მერამდენე ბაშოა,ლევანი ტკივილს ებრძოდა და გაძლებაზე ჭიდაობდა,რომ როგორმე გაეხანგრძლივებინა უმაღლეს დივიზიონში ყოფნა.ახლა კი,თითქოს სტილი შეიცვალა,ცდილობს მუხლებზე ნაკლები ძალა დაადგეს და შედეგსაც აღწევს.ახლა უკვე მჯერა,დადებით ბალანსს მიაღწევს და იმედია,მხოლოდ 8 გამარჯვებაზეც არ გაჩერდება.წარმატებები!
სოსო
16:59 22-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული