ტოჩის ვეღარ აჩერებენ - ბოლო 8 შეხვედრიდან 7 გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მაისის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინი აზუმარიუს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.

სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, ჩვენებურმა უპირატესობა მოიპოვა და მოწინააღმდეგე დოჰიოდან გადაიყვანა.

ლევანს 7 მოგება და 4 წაგება აქვს, მე-12 საშეჯიბრო დღეს კი მიოჯირიუს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ლევანს ამ ბაშოზე საშინელი სტარტი გამოუვიდა, ქართველმა სუმოისტმა მიჯრით 3 შეხვედრა დათმო, შემდეგ კი ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და 8 დაპირისპირებიდან 7-ში გამარჯვება იზეიმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
მიოჯირიუ არა, მიოგირიუ
ავტორს
19 მაისი 2022 14:56
0
დიდება დიდებულ ტოჩის
18 მაისი 2022 21:05
0
ტოჩი ნახევარი ძალით ვეღარ იგებს და მთელი ძალა უნდა მოახმაროს აწი გამარჯვებას. წარმატებები ჯიგარო, გაგვახარეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
სტალინი
18 მაისი 2022 16:05
0
ჯეკ ლონდონს აქვს,ერთი მოთხრობა:"მოხუცი ტომის ბელადის ნაამბობი",სადაც ჰყვებიან,ტომის ბელადის ახალგაზრდა,მაგრამ ავადმყოფი ვაჟი,როგორ გაგზავნეს,მეზობელ ტომზე თავდასასხმელად,რათა ბრძოლაში დაღუპულიყო.მას თან თანმხლებნი გააყოლეს,რომელთაც უნდა დაედასტურებინათ მისი ბრძოლაში სახელიანად დაღუპვა.ბელადის ვაჟი წინ გაუშვეს,თვითონ კი,კანოეებით უკან მიჰყვნენ,რატა ყველაფერი თვალით ენახათ.მეზობელი ტომიც გამოვარდნენ და შეტევაზე წასულს,თავში კეტი დასცხეს.აქ მოხდა სასწაული.ბელადის ვაჟს თავში რაღაც ჩაუწყდა,უცბად ყველკაფერი შეიცვალა მასში და ტვინიც განათდა.მან საპასუხო დარტყმით,მოკლა მოწინააღმდეგე,შემდეგ მეორე,შემდეგ მესამე... მის შემხედვარე მხლებლებსაც დაავიწყდათ,რისთვის იყვნენ წასულები და მეზობელი ტომი,მთლიანად გაანადგურეს.გამოჯანმრთელებულმა ბელადის ვაჟმა კი,მამას ბელადობა ჩამოართვა,ყველაზე საუკეთესო გოგო ცოლად მიიყვანა და სრულიად გამოჯანმრთელებული დიდხანს მართავდა ტომს,მანამდე,სანამ თეთრკანიანები გამოჩნდებოდნენ.ლევანი მეორე ტურში ისე მძიმედ დაეცა,ვიფიქრე,მორჩა,ალბათ გამოსვლას ვეღარ გააგრძელებს და შეწყვეტს მეთქი გამოსვლას.შემდეგი ბრძოლა მართლა წააგო,მაგრამ ამის შემდეგ სწორედ იმ ბელადის ამბავივით,განახლებული ლევანი ვიხილეთ.ყოველი გამარჯვების შემდეგ,ვერაფრის დაწერას ვერ ვბედავდი და შიშით ველოდი,მომდევნო ბრძოლას.აგერ,უკვე 7 გამარჯვება მოიპოვა და მე ქედს ვიხრი,მისი ვაჟკაცობის წინაშე.ვიცი,რისი გადატანა უწევს ყოველ ბრძოლაში და მაინც იმარჯვებს.ბრავო!ბრავო და კიდევ ბრავო!მებრძოლი სულიც ალბათ ეს არის.კიდევ უამრავ გამარჯვებას გისურვებ!
სოსო
18 მაისი 2022 14:43
0
წარმატებები!
რატი
18 მაისი 2022 12:51
0
მოიშუშა "ტოჩიმ" ტრამვები და აწი ვერ გააჩერებენ! წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს "ტოჩის"
კოლხი
18 მაისი 2022 12:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული