მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ივლისის ბაშოს მე-15 დღეს ტოჩინოშინი იუტაკაიამას დაუპირისპირდა და დამარცხა.

შეხვედრის დაწყებისთანავე მეტოქე ლევანს ყელში წვდა და შეტევის საშუალება არ მისცა, ქართველიც დოჰიოდან მალევე გადავიდა...

სამწუხაროდ, გორგაძეს დადებითი ბალანსი არ გამოუვიდა ეს ბაშო 8 წაგებითა და 7 მოგებით დაასრულა, არადა შეგახსენებთ, 12 დღის შემდეგ ჩვენებურს 7 მოგება და 5 მარცხი ჰქონდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
სუმო ცოტა უფრო რთული სპორტია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენებურმა კი არა, აგერ იოკუძუნა ტერუნოფუჯის ივლისის ნაგოია ბაშოს მოგება თითქმის ჯიბეში ედო და ბოლო ორი ბრძოლა წააგო ზედიზედ, რაც ტურნირში გამარჯვების ფასად დაუჯდა. ის რასაც ლევანმა მიაღწია სუმოში ბევრი იაპონელი და მონღოლი სუმოისტის აუხდენელ ოცნებად რჩება, ვგულისხმიბ მაკუუჩი დივიზიონში გამოსვლას, შედარებისთვის ეს იგივეა ქართველი ფეხბურთელი რომ გვყავდეს ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე გრანდში.
ირაკლი
14:54 24-07-2022
0
ჩვეულებრივი ამბავია, ამანაც გამოავლინა ქართული ხასიათი. ბალანსი ქონდა 7-5-ზე და სამი ბრძოლიდან ერთი უნდა მოეგო, სამივე წააგო!!!!!!!! ყოჩაღ, როგორ მოახერხა!!! ისეა სპორტის სხვა სახეობებშიც- თითქმის მოგებული აუცილებლად ბოლო მომენტში უნდა დათმო. სამრცხვინოა რა ეს ყველაფერი!!!!
Idki
13:55 24-07-2022
14

სიახლეები პოპულარული