ოსმა და დაღესტნელმა მოჭიდავეებმა ზურაბ იაკობიშვილთან ფოტოს გადაღება არ ისურვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თავისუფალი სტილი მოჭიდავეთა ნაკრების წევრის ზურაბ იაკობიშვილის (65) დაჯილდოების დროს უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაკობიშვილი პოლონეთის ნაკრების წევრ წარმოშობით დაღესტანელ მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდა და 3:1 მოუგო. ხოლო ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ წარმოშობით ოსი ალან გოგაევი დაამარცხა.

დაჯილდოების დროს საქართველოს ჰიმნის გაჟღერების შემდეგ გაჯიევი და გოგაევი კვარცხლბეკიდან ჩამოვიდნენ და იაკობიშვილთან ფოტოს გადაღება არ ისურვეს. კვარცხლბეკიდან მხოლოდ კუბელი ვალდეს ტობიერა დარჩა.

- მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 28 /
რა თქმა უნდა ასე მოიქცეოდნენ–ისისნი ხომ დაამარცხა?! ჭიდაობა ვაჟკაცური სპორტია და ვინც მოჭიდავეა,უნდა ჰქონდეს იმისი ვაჟკაცობა რომ მოწინააღმდეგეს ( თუნდაც მან აჯობოს)მეგობრული ჟესტით ხელი ჩამოართვას,მასთან სურათი გადაიღოს! აქედანაც ჩანს ეგენი როგორი "ვაჟკაცებიც" არიან (ჩვენ ისედაც ვიცით ,მაგრამ მსუფლიოს კიდევ ერთხელ ანახეს თავიანთი სახე).ნათქვამია "ვირისგან წიხლი საწყენი არააო"
თამარი
15:17 27-08-2017
0
ისე გულით შემეცოდნენ
1) გააპოლიტიკურეს
2) რუსები თავზე აზიან ყველაფერს უკეთებენ და "ოკუპანტ" საქართველოს პროტესტი გამოუცხადეს მაგითი
3) ნეტა ვის რა დააკლეს თავიანთი კაცობის გარდა
vai magat patrons
16:21 27-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული