14:48 03-04-2018
ქართველი მოჭიდავე საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
AutoSharing Option
მარსაგიშვილმა ქალაქ სტრასბურგში ჩატარებულ საფრანგეთის ჩემპიონატში ლიონის კლუბ "მილოს" სახელით მიიღო მონაწილეობა.
ქართველმა მოჭიდავემ, რომელიც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში კლერმონის "ფერანდის" წარმომადგენელი ნიკოლას ტავერნესე მშრალად, ანგარიშით 8:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ტავერნეზე ამავე ტურნირის 2017 წლის გამარჯვებულია, რაც მარსაგიშვილის გამარჯვებას კიდევ უფრო წონიანს ხდის.
ლაზარე მარსაგიშვილი 14 წლიდან ჭიდაობს. არის საქართველოს რამდენიმეგზის ჩემპიონი. 2004-05 წლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ, 2006-11 წლებში კი საქართველოს ნაკრების წევრი იყო.
მარსაგიშვილის მწვრთნელი წარსულში ცნობილი მოჭიდავე ლევან ჩერტკოევია.
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ჩვენთან საქართველოში გაყინულია ჭიდაობა ერთ ადგილას არის გაჩერებული.
ვინმემ მიხედეთ ამ ჭიდაობას დაიცალა საქართველო მოჭიდავეებისგან.
შექმენით ძიუდოს მსგავსი კლუბური ჩემპიონატი.