ევროპირველობაზე ქართველი მოჭიდავეების 3 ბრინჯაო, კიდევ 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
5 მაისს ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავეებმა ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვეს. მივყვეთ თანმიმდევრობით:

ბექა ლომთაძემ (61 კგ) პირველივე პერიოდში 12-0 გაანადგურა აზერბაიჯანელი ჰასან ზადა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს ჰაჯიმურად რაშიდოვს შეხვდება.

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) იოლად 10-0 მოუგო პოლონელ რობერტ ბარანს და ფინალში ოლიმპიურ  ჩემპიონ თურქ ტახა აკგულს შეხვდება.

სანდრო ამინაშვილი (86 კგ) აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

ირაკლი მწითური
(92 კგ) რუს აბდულრაშიდ სადულაევთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა
ევროპირველობაზე
მისთვის სადებიუტო ახალ 65 კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მისთვის ახალ 70 კგ-ში კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი დაეუფლა, რომელმაც 3:1 დაამარცხა უკრაინელი ანდრეი კვიატკოვსკი.

ბრინჯაოს მედალს აგრეთვე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დაეუფლა, რომელმაც უკრაინის სახელით მოჭიდავე მურაზ მჭედლიძეს 5:2 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაღესტანის, თუ დაღესტნის? რატომ ამახინჯებ ქართულ ენას??? ქართველი ხარ, თუ ვიღაცა სხვა ეროვნების?
არჩილა
06 მაისი 2018 00:42
3
სწორი შენიშვნაა
ანო
06 მაისი 2018 17:03
0
სწორი შეიშვნას
ანო
06 მაისი 2018 17:02
0

სიახლეები პოპულარული