ქართველმა "თავისუფალმა" ჭაბუკებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებში, რომელსაც მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე მასპინძლობს, პირველ საჭიდაო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქრო და 2 ბრინჯაო აიღეს.

71 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ბაგრატ გაგნიძე გახდა, ბრინჯაოს მედალს კი გიორგი ჭოლაძე და ვლადიმერ გამყრელიძე დაეუფლნენ.

ფინალშია გასული 55 კგ წონით კატეგორიაში მონაწილე დავიდ აბდალაძე, რომელიც დღეს უკრაინელ ვლადისლავ ოსტეპენკოს დაეჭიდება.

ბრინჯაოს მედლისთვის კი გიორგი გეგელაშვილი, ლაშა მარიამიძე, გიორგი ნებუნიშვილი და სოლომონ მანაშვილი იჭიდავებენ.

გეგელაშვილი და მარიამიძე ასპარეზობას 1/2-ფინალიდან გამოეთიშნენ და ბრინჯაოს მედლისთვის პირდაპირ იჭიდავებენ, დანარჩენი სპორტსმენები კი
დამამშვიდებელი წრიდან შეეცდებიან ბრინჯაომდე მისვლას.

ფინალური ბლოკები დღეს, 16:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭებო თქვენ საქართველოს მომოვალი ხართ. უფალმა სულ გამარჯვების გზაზე გატაროთ! არ დაგავიწყდეთ ვისი გორისები ხართ!
lazi
14:28 16-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული