თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი და მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებენ.

როგორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

გენო პეტრიაშვილი წერს:

"მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემს და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი
გულშემატკივარია და ვმეგობრობთ.

მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის...

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს პეტრიაშვილი.

Sportall.Ge

სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც.

"მოგესალმებით ყველას. დიდი გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ფოტოს.

აღნიშნული ფოტო გადაღებულია დაღესტანში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორგანიზატორებმა გვთხოვეს ჩემპიონატის მაისურის ჩაცმა, რომელზეც გამოსახული იყო ჯაბო თედეევი. ეს მაისურები არის სუვენირი, რომელიც ყველა დიდი საერთაშორისო ტურნირის ატრიბუტია.

მსგავსი მაისურები იყო თბილისში კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე და რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა წევრი დადიოდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მაისურით. ეს პოლიტიკასთან არ არის არანაირ კავშირში. ძამბოლატ თედეევი ჩვენი მეგობარია. ის ყოველთვის და ყველგან ცდილობს, გვიქომაგოს და თუკი რაიმე პრობლემა დგება, ყოველთვის ცდილობს, იყოს ჩვენი ბიჭების მხარდამჭერი.

მაგრამ სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ეს დაკავშირებულია პოლიტიკასთან. მით უმეტეს, ჩვენს მოუშუშებელ ტკივილთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან.

მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას - ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ, როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი.

თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო.

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს იანტბელიძე.

Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ ძამბოლატ თედეევი რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი და დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

რაც შეეხება ფოტოს, რუს მოჭიდავეებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი, მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და ყოფილი მოჭიდავე მამუკა არევაძე არიან გამოსახულნი.

altქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს

მკითხველის კომენტარები / 42 /
ძაან ბრმა უნდა იყო ეს "დაუფიქრებლად" რომ გააკეთო
თემო
17 აგვისტო 2018 15:02
8
გენო მოღალატე ვერანაირად ვერ იქნება.თავის თავზე აქვს გამოცდილი მათი ტყვე იყო რამოდენიმე თვე.მისი მამა სპართაკი ბოლომდე იბრძოდა ჩვენი მიწის დასაცავად.მართალია ძალიან მძიმე შეცდომა მოუვიდათ მაგრამ გენო ვაჟკაცია მიხვდა რომ შეეშალა და ბოდიში მოიხადა.ისე არ არის გამორიცხული რომ ეს სპეციალურად გააკეთეს ქართველებს ჩვენი ჩემპიონები რომ გველანძღა.აი გოგშელიძე კი არ მოიქცა კარგად,აქეთ დაგვამუნათა თქვენ არაფერი გესმით ჯაბო(თედეევი) ჩვენი ძმააო.თუ შენი ძმაა აქ რომ ჩამოვა ჩვენი დროსა დააჭერინე ხელში და საურათი გადაიღეთ მაშინ დაგიჯერებთ
alvasi
17 აგვისტო 2018 14:57
5
Avto Gogidze არ არის გამორიცხული სპეციალურად იყოს გაკეთებული.უნდათ რომ ჩემპიონებს ხალხი დაუპირისპირონ.გენო ვაჟკაცია მიხვდა რომ შეეშალა და ბოდიში მოიხადა.გოგშელიძემ კი აქეთ დაგვადანაშაულა არაფერი გესმით ჯაბო ჩვენი ძმააო.ისე მაგის დდდ.აქ რომ ჩამოვა თუ ჩვენი ძმაა გოგშელიძესთან საქართველოს დროშით ხელშ
alvasi
17 აგვისტო 2018 14:53
2
აბა ერთი თქვენც
შესთავაზეთ "მეგობარს" ქართული დროშის ფერებით გამოწყობილი ტანსაცმლით შევიდეს ე.წ " პარლამენტში" და დააფიქსიროს მანდ თქვენთან მეგობრობა.
დდდ
17 აგვისტო 2018 14:47
6
ჩემი აზრით სპორტის სამინისტრომ უნდა დააწესოს ქცევის წესები საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებისთვის. ვგულისხმობ რომ უნდა აიკრძალოს ოკუპანტი ქვეყნის რაიმე ატრიბუტის საჯაროდ ტარება და ფოტოს გადაღება, უნდა დაწესდეს სანქციები ამაზე. რაც შეეხება გენოს, მჯერა, რომ დაუფიქრებლად მოუვიდა. ჩემთვის მისი ბოდიში მისაღებია, ოღონდ შემდეგში უფრო ყურადღებით უნდა იყოს.
irakli81
17 აგვისტო 2018 14:45
5
გენო მოღალატე ვერანაირად ვერ იქნება.თავის თავზე აქვს გამოცდილი მათი ტყვე იყო რამოდენიმე თვე.მისი მამა სპართაკი ბოლომდე იბრძოდა ჩვენი მიწის დასაცავად.მართალია ძალიან მძიმე შეცდომა მოუვიდათ მაგრამ გენო ვაჟკაცია მიხვდა რომ შეეშალა და ბოდიში მოიხადა.ისე არ არის გამორიცხული რომ ეს სპეციალურად გააკეთეს ქართველებს ჩვენი ჩემპიონები რომ გველანძღა.აი გოგშელიძე კი არ მოიქცა კარგად,აქეთ დაგვამუნათა თქვენ არაფერი გესმით ჯაბო(თედეევი) ჩვენი ძმააო.თუ შენი ძმაა აქ რომ ჩამოვა ჩვენი დროსა დააჭერინე ხელში და საურათი გადაიღეთ მაშინ დაგიჯერებთ
alvasi
17 აგვისტო 2018 14:39
3
მე პირადად,როგორც რიგითი ქართველი შოკში ვარ ამ ამბების შემდეგ,აქ რაღაცაშია საქმე,მე ვფიქრობ,რაღაც დევს ამ საქციელში,ეს ყველაფერი რაღაცაზეა გათვლილი,არამგონია ასეთი გონება სუსტები იყვეთ,მართლაც ძალიან გაკვირვებული ვარ,თვითონ გენოსი მიკვირს,რომელმაც პატარაობაში იწვნია ოკუპაციის "გემო".პირადად პეტრიაშვილო მოგმართავ შენ,იცოდე არაფერი შეგეშალოს,ვინმემ რამე არ შეგპირდეს და რაღაც უღირსი საქციელი არ გაგაკეთებინოს,თორემ მოგთხოვენ მკაცრად პასუხს და ეს პასუხი საკმაოდ მკაცრი იქნება იცოდე,მე ის კაცი ვარ,რომელიც შენს ჭიდაობებს მთელი არსებით ადევნებს თვალს და მბურძგლავს მთელ სხეულში შენი წარმატებები,ხოლო ხანდახან შენი მარცხი მამწუხრებს,დღეიდან ჩემში შენმა ღირსებამ დაკარგა პირვანდელი დოზა,გახსოვდეს,რომ სამშობლო ერთადერთია და შეუცვლელი და მისი ღალატი იცოდე არავის შერჩება,კარგად გაანალიზე ჩემი სიტყვები,გისურვებთ სამშობლოს სიყვარულს და ესეთი უაზრობები მეორედ აღარ გაგეკეთებინოთ.
roma
17 აგვისტო 2018 14:30
4
ჩემის აზრითაც,შენი გაუბედურებული თანამემამულეები,შენი გმირები და შენი სამშობლო,იმ ერთ "ვითომ" მეგობარზე მეტია და მასზე მაღლა დგას. ეს შეურაცყოფა არ დამავიწყდება არასოდეს.
ტიმო
17 აგვისტო 2018 14:40
2
საქციელი 1, მარა ახსნა კიდევ უფრო ...
g.g.
17 აგვისტო 2018 14:23
3
გენოსი მიკვირს,გასაგებია რომ დიდი დრო გავიდა მარა ზუსტად იმათ გაიტაცეს ბავშვობაში და 2 თვე ყავდათ ტყვეობაში ვისი პარლამენტის დეპუტატიცაა ეს თედეევი.
ეგ მაინც არ იცოდეს და თავის თავზე არ ჰქონდეს გამოცდილი ვინ არიან და რა არიან...
ეხლა გენო რო მსოფლიო ჩემპიონია და მაგიტო უძვრებიან სხვა საქმეა მარა იმათ გულიზე მაინც არ უნდა გადაეხვიო ვინც ეხლაც გატაცებულია და იჩაგრება.
დავიჯერო ნათესავი არ ყავს გენოს ვის მიწაზეც მავთულია გავლებული?
gogla
17 აგვისტო 2018 14:09
4
სამწუხარო ფაქტია,მაგრამ რისი მოღალატე რა მოღალატე,მოღალატეები პარლამენტში ზიან,მეგობარს მხარი დაუჭირეს,ქართველი მსოფლიო ჩემპიონები ყავთ რუსეთის ნაკრებში,იარლიყებს ნუ მიაწებებთ,არ არის კარგი ფაქტი, მაგრან პატიება შეიძლება.
გოჩა
17 აგვისტო 2018 14:00
7

სიახლეები პოპულარული