თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი და მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებენ.

როგორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

გენო პეტრიაშვილი წერს:

"მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემს და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი
გულშემატკივარია და ვმეგობრობთ.

მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის...

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს პეტრიაშვილი.

Sportall.Ge

სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც.

"მოგესალმებით ყველას. დიდი გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ფოტოს.

აღნიშნული ფოტო გადაღებულია დაღესტანში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორგანიზატორებმა გვთხოვეს ჩემპიონატის მაისურის ჩაცმა, რომელზეც გამოსახული იყო ჯაბო თედეევი. ეს მაისურები არის სუვენირი, რომელიც ყველა დიდი საერთაშორისო ტურნირის ატრიბუტია.

მსგავსი მაისურები იყო თბილისში კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე და რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა წევრი დადიოდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მაისურით. ეს პოლიტიკასთან არ არის არანაირ კავშირში. ძამბოლატ თედეევი ჩვენი მეგობარია. ის ყოველთვის და ყველგან ცდილობს, გვიქომაგოს და თუკი რაიმე პრობლემა დგება, ყოველთვის ცდილობს, იყოს ჩვენი ბიჭების მხარდამჭერი.

მაგრამ სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ეს დაკავშირებულია პოლიტიკასთან. მით უმეტეს, ჩვენს მოუშუშებელ ტკივილთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან.

მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას - ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ, როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი.

თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო.

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს იანტბელიძე.

Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ ძამბოლატ თედეევი რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი და დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

რაც შეეხება ფოტოს, რუს მოჭიდავეებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი, მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და ყოფილი მოჭიდავე მამუკა არევაძე არიან გამოსახულნი.

altქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს

მკითხველის კომენტარები / 42 /
გენო შენ საბოდიშო არაფერი გჭირს შენ ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი ხარ!!!!
gio
17 აგვისტო 2018 13:59
13
ამის შემდეგ საამაყობაზე რა ვთქვა? როგორ შეიძლება საამაყო იყოს? ბავშვები გავზარდოთ მის მაგალითზე????
ტიმო
17 აგვისტო 2018 14:36
4
რომელი ქვეყნის რუსეთის საამაყო შვილია? თუ თვითმარქვია ოსეთის?
rageSveleba
17 აგვისტო 2018 14:30
5
გული მტკივა გენო ესეთ ამბავში რომ გხედავ, რამდენჯერ მიამაყია ქართველობა და დაუბურძგლია შენი გამარჯვებებით. სამწუხაროა ესე დაუფიქრებლად რომ მოიქეცი, ძალიან მინდა მჯეროდეს რომ მართლაც შეცდომა და გაუაზრებელი საქციელია და არა მერუსეთეობა!
ზურა
17 აგვისტო 2018 13:41
3
ხდება ცხოვრებაში როცა მოცემულ მომენტში ძალაუნებურად ვერ იაზრებ და აკეთებ ისეთ რაღაცას რაც შენს პიროვნებას ეწინააღმდეგება, ყველას ქონია ალბათ ასეთი შემთხვევა და ამის გამო მოღალატედ ნუ აცხადებთ ადამიანებს.
ნიკა
17 აგვისტო 2018 13:40
6
თქვენი ბოდიში ვის რა ფეხებად უნდა ეხლა?!!! გამოაცინეთ თქვენი სახე რაც ხართ. წართმეული ტერიტორიის პარლამენტის წევრი როგორ შეიძლება შენი მეგობარი იყოს ვერ ვხვდები.რას ქვია მეგობარია? გართმევს გაწიოკებს ხალხს გიხოცავს და მეგობარს უწოდებ? ვაითქვენს პატრონს სამარცხვინოები ხართ და შევარცხვინე თქვენი მეგობრობა
ვახო
17 აგვისტო 2018 13:23
7
მაგ ყველაფერს ნაცებიც აკეთებდნენ და ქართველებმა,ერთმანეთთანაც აღარ უნდა ვიმეგობროთ?.ბიჭები შეცდნენ და ბოდიში მოიხადეს,კარგი ადამიანი კი მტრის რიგებშიც შეიძლება იყოს.მომავალში ალბათ უფრო გაფრთხილდებიან.
სოსო
17 აგვისტო 2018 14:28
8
შემდეგში რუსეთის ნაკრები და ეგ თქვენი ოსი ძმაკაცი რომ ჩამოვა საქართველოში, დაახვედრეთ ქართულდროშებიანი მაისურები ტატუნაშვილის სურათით და გადაუღეთ სურათი, ვნახოთ ძმაკაცურად გადაიღებენ თუ არა
გიორგი
17 აგვისტო 2018 13:20
2
პეტრიაშვილის გამკვირვებია კაცო ასეთი რთული ცხოვრება გამოიარა ოკუპანტი ქვეყნის გამო და შენ მაინც იქეთ მირბოდე ვაი ვაიიიი...ისე "მეგობარმა" მაგარი რაღაც გაგიჩალიჩათ ეს ფაქტია
12334325245
17 აგვისტო 2018 13:08
1
Bodishi ki Ara unda moixsnas sportuli saqmianobidan es eris mogalate.
Bajo
17 აგვისტო 2018 12:54
13
ბოდიშო არავის მოუთხოვია, ეგ ტვინები გაარყიეთ ცოტა სანამ რამეს იზავთ. ეგრე არაა გუშნ რაღაც გავაფუჭე და დღეს ბოდიში, არა ბოდიშიო ბრატცი
Rusi
17 აგვისტო 2018 12:48
5
როდის იყო მოჭიდავე ფიქრობდა ... რეკეტი , ქურდები , ზონდერები , ვარავსკოი და ხაჩიკური მუსიკა .. ამიტომ არ მიყვარს სპორტის ეს აზიური სახეობა !
კკკ
17 აგვისტო 2018 12:48
12
შენ რა სვანი რომ ბუმერანგს ისვრის ისე ხარ თუ არ მოგწონს გადართე და უყურე ცეკვავენ ვარსკვლავებს))
koko
17 აგვისტო 2018 13:02
6
კარგი კონსულტაცია გაუვლიათ სანამ ახსნა-განმარტებას დაწერდნენ. აშკარად ვიღაცამ დაუწერა ეს ტექსტი, თორემ ეგენი თავისი ჭკუით ამის მომფიქრებელნი არ იყვნენ. ამათ საქციელს რაც შეეხება, კომენტარი ზედმეტია. უბრალოდ, ცხონებული ეროსის სიტყვები უნდა გავიხსენოთ - "მოდიან კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ადამიანები"
სიმართლე
17 აგვისტო 2018 12:47
6

სიახლეები პოპულარული